გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია ჩაატარეს
2020 წლის 14 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ონლაინ ლექცია.
მსმენელებს მიესალმნენ და დედაენის დღე მიულოცეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
საჯარო ლექცია წაიკითხეს: ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარიამ კობერიძემ ,,ესე ენა შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა“ და პროფესორმა თამარ გოგოლაძემ ,,ენის ეკოლოგიის საკითხები“.
ონლაინ ლექციას ესწრებოდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი