გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონეთის საელჩოს და პოლონეთის აკადემიური მობილობის პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლების დელეგაცია ეწვია
მიმდინარე წლის 27 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოში პოლონეთის საელჩოს და პოლონეთის აკადემიური მობილობის პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლების დელეგაცია.
პოლონეთის აკადემიური მობილობის პროგრამების სააგენტოს წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკედემიური პერსონალისთვის გააკეთეს პრეზენტაციები პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო სასტიპედნიო პროგრამების შესახებ.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო გამოფენა (Education Fair), სადაც მონაწილეობა მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის 15-მა უნივერსიტეტმა: ვარშავის უნივერსიტეტი, ოპოლეს უნივერსიტეტი, ლუბლინის ეკონომიკური უნივერსიტეტი, ბიდგოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტი, დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი, ლუბლინის საჯარო მართვის კოლეჯი, სილესიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ბიალა პოდალსკას იოანე პავლე II სახელობის უმაღლესი სასწავლებელი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლოძის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლაზარსკის უნივერსიტეტი, იაგელონიის უნივერსიტეტი, გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კრაკოვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და კრაკოვის ეკონომიკური უნივერსიტეტი. საგანმანათლებლო გამოფენის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სასურველი სასწავლებლის და პროგრამების შესახებ პოლონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან.
ღონსიძიების დასასრულს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა დელეგაციის წევრებთან, სადაც განიხილეს სამომავლო ურთიერთთანამშომლობის პერსპექტივები, რომლებიც შეეხება ბილატერულ დონეზე მობილობის პროგრამების განხორციელებას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, “ერასმუს+”-ის კონკურსის ფარგლებში ერთობლივი განაცხადების მომზადებას და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი