გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტთან შეხვედრა მოეწყო
5 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო შეხვედრა გორი-ატენის ეპარქიის მიტროპოლიტ, მეუფე ანდრიასა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რომელსაც გორის ეპარქიის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მსგავსი ხასიათის შეხვედრების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიება წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და სტუდენტთათვის საინტერესო მრავალ შეკითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი