გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესი წარმატებით დასრულდა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი გულშემატკივრებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის დასრულებას ულოცავს.
“სიამოვნებით გატყობინებთ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 24 მარტს დასრულდა აკრედიტაციის პროცესი და აბსოლუტურად ყველა მოქმედმა სასწავლო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, რეგისტრაციის პროცესში ბოლოს აკრედიტებული პროგრამები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ცნობარში naec.ge-ზე აისახება უახლოეს დღეებში”, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კიდევ ერთი სიახლეა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების მიმართულებით.
“უფასო სპეციალობებისთვის განსაზღვრული ადგილები მნიშვნელოვნად გაიზრდება წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, უნივერსიტეტი წლევანდელ, ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებითა და ახლად აკრედიტებული პროგრამებით დაიწყებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
-
„გორის დღეები 2026“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დედა ენის“ 150-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი