GE

გორის უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძლების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძლების მსურველთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღება შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ა) საქართველოს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) ქართული ლიტერატურის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ვ) სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო
პროგრამა;
ზ) სასტუმრო მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
თ) საჯარო მმართველობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2020–2021 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება – 1- 21 სექტემბერი;
ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 22 სექტემბერი (გამოცდის ადგილი – სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-2 და მე-3 სართული, გამოცდის ჩატარების დრო – 11 საათი);
გ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
დ) ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 23 სექტემბერი;
ე) ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება – 24 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში – 25 სექტემბერი;
ზ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი;
თ) სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება –28 სექტემბერი;
ი) სპეციალობის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი;

მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:

ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ე) ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური