გორის უნივერსიტეტის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
2020 წლის 16 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლებისა და მეცნიერების ინოვაციური განვითარება: მიმართულებები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“.
ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნივერსიტეტის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში მხარდაჭერისთვის. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხაზი გაუსვა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობას და ამ მხრივ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულ საქართველოს და საზღვარგარეთის უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებს.
საიუბილეო ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, პროფესორი ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო, რომელმაც მიულოცა გორის უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი თარიღი და განაცხადა, რომ სამინიტრო გამოხატავს თანადგომას უნივერსიტეტის მიმართ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამეცნიერო, კვლევითი და სასწავლო პროექტების განხორცილელების პროცესში. ქალბატონმა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა რა, უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაზე, დასასრულს იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტი შეძლებს სამსაფეხურიანი სწავლების სისტემის დანერგვას, სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების დამატების მეშვეობით.
გორის უნივერსიტეტს 85 წლის იუბილე მიულოცეს და სიტყვით გამოვიდნენ ქ. გორის მერი, ბატონი კონსტანტინე თავზარაშვილი, სამსუნის 19 მაისი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი იავუზ უნალი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შარვაშიძე, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კავკასიის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანის ეროვნული კრების (მილი მეჯლისის) წევრი, პროფესორი მუსა გასიმლი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი როლანდ კოპალიანი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრი და სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი იბრაჰიმ თელლიოღლუ, ნეაპოლის ფედერიკო II-ს უნივეესიტეტის პროფესორი, დანიელა ლა ფორესტა, კავკასიის (ყარსი) უნივერსიტეტის პროფესორი როინ ყავრელიშვილი, ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები, რომან შმიეტანსკი და ლეჟეკ კარჩევსკი. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ მარჩინ ლორენცის ვიდეო მიმართვა, სადაც რექტორმა გორის უნივერსიტეტს მიულოცა 85 წლის იუბილე და იმედი გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მეცამეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკის, იტალიის, უნგრეთის, პოლონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიურმა პერსონალმა და მეცნიერ-თანამშრომლებმა. გაიმართა 5 სესია, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს ნაშრომები, ისტორიის, ფილოლოგიიის, სოციალურ მეცნიერებების, სამართლის, ეკონომიკის, განათლების, ზუსტ, საბუნებისმეტყველო და ინფორმაციული მეცნიერებების მიმართულებით.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი