პროექტის „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია, დიდი ლიახვის ხეობა“ ფარგლებში გორის უნივერსიტეტის ფოტო გამოფენა მოეწყო
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტის „შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიული რეპრეზენტაცია, დიდი ლიახვის ხეობა“ (გრანტის ნომერი: OTG-I-19-747) ფარგლებში გაიმართა ფოტო გამოფენა. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
ფოტო გამოფენა გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობისა და აქტივობების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოების ისტორიული და სამეცნიერო კონტექსტი, ასევე ისაუბრა ფოტოსურათების დიგიტალიზაციაზე, რომლებიც სამომავლოდ გამოყენებული იქნება სასწავლო მიზნებისთვის, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი, ჯაბა სამუშია, ქ. გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი, ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე, გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
ნუნუ მიცკევიჩმა და ჯაბა სამუშიამ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვევს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმატებას ამ მიმართულებით.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი