გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ პრეზენტაცია გაიმართება
მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ჟან მონეს მოდულის „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ პრეზენტაცია.
ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“ დაფინანსებულია ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების 2020 წლის კონკურსის ფარგლებში.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი პროექტი ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსის ფარგლებში.
მოდულის მიზანია ევროპული სივრცის გაძლიერება რეგიონში, ევროპული ასოცირების პროცესის ხელშეწყობა გსსუ-ს სხვადასხვა პროგრამებში. კერძოდ, სამართლის, საჯარო მმართველობის, ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამებში, ახალი სასწავლო საგნის „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ ინტეგრირებით.
მოდულის ამოცანაა არამხოლოდ ევროპული სწავლების განვითარება, არამედ საკუთარი მიდგომებისა და მოდელის სხვა უნივერსიტეტებისათვის გაზიარება, ამ ტიპის სწავლების მთელს საქართველოში განვრცობის მიზნით.
მოდულის ხანგრძლივობა 36 თვე.
მოდულის კოორდინატორია პროფესორი ეკატერინე ქარდავა.
მოდულის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის ზურაბ ზურაბაშვილისა და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის ციური დურულის მიერ.
მოდულის პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 14.00 საათზე ონლაინ რეჟიმში პლატფორმა zoom.us მეშვეობით.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი