GE

გორის უნივერსიტეტის ორგანიზებით ოთარ ჩხეიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერი კონფერენცია ჩატარდა

2020 წლის 17-18 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ოთარ ჩხეიძის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერი კონფერენცია.
ღონისძიება ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით გაიხსნა, სადაც კონფერენციის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მან ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიაზე, სადაც ოთარ ჩხეიძეს თავისი გამორჩეული ადგილი უკავია, ასევე ისაუბრა მწერალთან პირად შეხვედრასა და შთაბეჭდილებებზე.

კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ოთარ მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის წარმომადგენლები, ფილოლოგიის დოქტორები და დოქტორანტები. წარმოდგენილი 21 მოხსენების მთავარი თემა ოთარ ჩხეიძის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტის განხილვა და ანალიზი იყო.

კონფერენციას ესწრებოდა და მოხსენებების კომენტარებს ურთავდა მწერალი როსტომ ჩხეიძე.
მოდერატორი მარინა ცერცვაძე.

ორდღიანი ღონისძიება შეაჯამა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოიცემა სამეცნიერო შრომების კრებულის სახით, რომელიც გორის უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური