გორის უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიურ პერსონალთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ონლაინ კონფერენცია გამართა
გორის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან – პროფესორ გიორგი ხორბალაძესთან და პრორექტორთან – პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან ერთად გამართა ონლაინ კონფერენცია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
კონფერენციაზე განხილული იყო ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებული მიმდინარე გამოწვევები, თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია და რეკომენდაციები სასწავლო პროცესის განსხვავებულ ფორმატთან დაკავშირებით, შეთანხმდა შუალედური გამოცდების ჩატარების ონლაინ მეთოდები და შეფასების სათანადო სისტემები, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რექტორისა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეთანხმებულ იქნა შესაძლო შეღავათები სტუდენტთა გადასახადის გადახდის ვადებთან დაკავშირებითაც.
კონფერენციის ბოლოს რექტორმა უპასუხა პროფესორების შეკითხვებს და მადლობა გადაუხადა მათ, არსებულ სიტუაციაში ოპერატიული და პროფესიონალური ჩართულობისათვის.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი