გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2020 წლის 23 სექტემბერს დისტანციური ფორმით ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია – „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და ისაუბრა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი გახლდათ 31 ავტორის/თანაავტორის 25 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია)“, “სპორტი“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდნენ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აპარატის წევრებთან სახალხო დამცველის შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი