გორის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალი „ფილოლოგიური კვლევები“ დაარსდა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაარსდა საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული რეცენზირებადი ჟურნალი „ფილოლოგიური კვლევები“ („Philological Researches”). ჟურნალის მიზანია სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე კვლევების შესახებ ფილოლოგაში და ამ დარგის შემდეგ მნიშვნელოვან ქვედარგებში: ლიტერატურათმცოდნეობა; კლასიკური ლიტერატურა; ახალი ლიტერატურა; უახლესი და თანამედროვე ლიტერატურა; ლიტერატურის თეორიის პრობლემები; ლექსმცოდნეობა; ფოლკლორისტიკა; ფოლკლორისტიკის ისტორია; კულტურული პარადიგმები; ჟურნალისტური ძიებანი; ჟურნალისტიკის ისტორია; შექსპიროლოგია; რუსთველოლოგია; მსოფლიო ლიტერატურა; პალეოგრაფია; ტექსტოლოგია; კოდიკოლოგია; კრიტიკა/ესეისტიკა; რეცენზია/გამოხმაურება; საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურის ჰერმენევტიკა; დრამატურგიული ლიტერატურა; ეპისტოლური ლიტერატურა; პოეტიკური კვლევები; მითოსური კვლევები; კრიტიკული დისკურსი; კომპარატივისტიკა; ლინგვისტიკა; ფონეტიკა/მორფოლოგია/სინტაქსი; სტილისტიკა; დიალექტოლოგია; ტექსტის ლინგვისტიკა; კომპიუტერული ლინგვისტიკა; სოციოლინგვისტიკა; ფსიქოლინგვისტიკა; კოგნიტური ლინგვისტიკა; თეორიული ენათმეცნიერება; ლექსიკოლოგია/ონომასტიკა; ტერმინოლოგიის ზოგადი საკითხები; ლექსიკოგრაფია; თარგმანთმცოდნეობა; პალეოგრაფია; ეტიმოლოგია; ორთოგრაფია; სემანტიკა-სემასიოლოგია.
ჟურნალი, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას.
ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა.
ჟურნალში სამეცნიერო შრომები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. ჟურნალის ელექტრონული სისტემის მენიუს შეგიძლიათ გაეცნოთ ინგლისურ და ქართულ ენებზე. ჟურნალში სამეცნიერო კვლევები (სტატიები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, სიმპოზიუმის, სესიისა და სხვა მოხსენებები, რეცენზიები საერთაშორისო გამოცემებსა და მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევებზე) შუძლიათ გამოაქვეყნონ აღნიშნული დარგის/ქვედარგების დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარებსა და დოქტორანტებს. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალა ხელმისაწვდომია ყველასათვის.
ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში). სამეცნიერო შრომების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის აგვისტოდან. გამოქვეყნება უფასოა.
სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი!
ნაშრომის მომზადება ხდება APA სტილით IMRAD ფორმატში (სტატიის მომზადების ინსტრუქცია ინგლისურ და ქართულ ენებზე იხილეთ დანართების სახით (1, 2) ან ელექტრონულ მისამართზე.
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით. ნაშრომის წარდგენისათვის საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია როგორც ავტორმა (იხილეთ ინსტრუქცია დანართების სახით (3, 4). სურვილის შემთხვევაში ავტორს შეუძლია სტატია Word-ის ფაილით გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე: [email protected] , [email protected]
სამეცნიერო ნაშრომის შეფასება ხდება ორი რეცენზენტის მიერ ე.წ. „ბრმა რეცენზირების“ წესით (ავტორმა არ იცის ვინ არის რეცენზენტი და ასევე, რეცენზენტმა არ იცის ვინ არის ავტორი). ნაშრომი ასევე გადის შემოწმებას პლაგიატის პროგრამაზე (Turnitin).
სამომავლოდ იგეგმება ჟურნალის საერთაშორისო ციტირებად ბაზებში ინტეგრირება.
ჟურნალის რედაქტორთა კოლეგია და სარედაქციო საბჭო წინასწარ უხდის მადლობას თანამშრომლობისათვის აღნიშნული დარგის/ქვედარგების აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს და უსურვებს წარმატებებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჟურნალის „ფილოლოგიური კვლევები“ („Philological Researches”) რედაქტორი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი,
ალექსანდრე მღებრიშვილი
E–mail: [email protected];
T.: +995 577 25 12 05
- გორის უნივერსიტეტში გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი სამეცნიერო სესია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი საჯარო ლექცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი