გორის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა
2020 წლის 16 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის დასკვნითი, მეხუთე დღე.
ღონისძიება ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის (პოლონეთი), კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთის) და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის (თურქეთი) თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ლექციებს და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მოესმინათ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელის, პროფ. ედვარდ რაუპის ლექცია თემაზე “ლიტერატურა, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის საშუალება” და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის, პროფ. ბერიკა შუკაკიძის ლექცია თემაზე “თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის საშუალება”.
დასასრულს, გაიმართა ვირტუალური საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი, სადაც მონაწილეებს მიესალმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა ვირტუალურ საზაფხულო სკოლაში ჩართულ უნივერსიტეტებს და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.
საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართული კლდეზე ცოცვის ჩემპიონატის გამარჯვებულია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი