გორის უნივერსიტეტში საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის გახსნის ოფოციალური ცერემონიალი გაიმართა
2020 წლის 13 ივლისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ვირტუალური საზაფხულო სკოლის გახსნის ოფოციალური ცერემონიალი.
ღონისძიება ხორციელდება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის (პოლონეთი), კავკასიის უნივერსიტეტის (თურქეთის) და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის (თურქეთი) თანამშრომლობის საფუძველზე, რომელიც მოიცავს ლექციებს და მასტერ-კლასებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში.
ღონსიძიება გახსნა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ღონსიძიების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა პარტნიორ უნივერსიტეტებს მონაწილეობისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ყარსის კავკსიის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გენჯერ ელკილიჩმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ასისტ. პროფესორმა ჰარუნ ჯიმქემ, კავკასიის უნივერსიტეტის პროფსრომა როინ ყავრელიშვილმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ედვარდ რაუპმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა იოსებ ალიმბაარშვილმა და უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, ასოც. პროფესორმა დავით ჩოჩიშვილმა, რომლებმაც ისაუბრეს საზაფხულო სკოლის ორგანიზების მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვეს მონაწილეებს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ვარშავის უნივერსიტეტის, ოპოლეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და რეჯებ ტაიპ ერდოღანის უნივესიტეტის სტუდენტები, რომლებიც ვირტუალური საზაფხულო სკოლის ფარგლებში, 14-17 ივლისის ჩათვლით დაესწრებიან 13 საჯარო ლექციასა და მასტერ-კლასს.
- გორის უნივერსიტეტში გორისა და ატენის ეპარქიისა და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ერთობლივი სამეცნიერო სესია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი საჯარო ლექცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი