გორის უნივერსიტეტში „სამოქალაქო ჩართულობის სკოლის“ მონაწილე სტუდენტების მონაწილოებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2020 წლის 21 ივლისს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში “სამოქალაქო ჩართულობის სკოლის” მონაწილე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმოცდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლუკა ხალაძე გაუძღვა.
ლუკა არის, საქართველოში პირველი ვებპლატფორმა სტრატაპი Develops.ge-ის თანადამფუძნებელი და ამასთანავე, კიბერუსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის ექსპერტი.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სტარტაპ Develops.ge-ს დაარსების და განვითარების ისტორიას, თუ რა ეტაპების გავლა მოუწიათ დამფუძნებლებს პრობლემის იდენტიფიცირებიდან მის გადაჭრის გზების განხორციელებამდე, სპონსორის/დონორის მოძიების ჩათვლით.
ცნობისათვის, Develops.ge, ეს არის პირველი ვებპლატფორა საქართველოში, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ პირს, მარტივად, ვებ-გვერდის დახმარებით მოძებნოს მისი პროექტის განსახორციელებლად სასურველი კერძო პირი თუ კომპანია რომელიც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან. მომხარებელს შეეძლება დეტალურად მიიღოს ინფორმაცია კერძო პირის ან კომპანიის შესახებ. ასევე იხილავთ სხვადასხვა კომპანიების და კერძო პირების მხრიდან შემოთავაზებულ პროექტებს, ვაკანსიებს რომლებიც დაკავშირებულია ტექნოლოგიურ უზრუნველყოფასთან.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტი “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით” ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის – „სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსები: ინოვაცია და ეფექტურობა თანამედროვე სწავლებაში“ გამარჯვებულები დააჯილდოეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „იდეიდან ბიზნესამდე“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი