„ინფიცირების შემთხვევები იქნება, სკოლამ უნდა შეძლოს სწრაფი ადაპტირება და რეაგირება“
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მკვეთრი მატების ფონზე, სკოლები რისკის ქვეშ არიან და შემთხვევების დაფიქსირებასაც ელოდებიან, თუმცა სასწავლო დაწესებულებების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ მოუწოდებს მშობლებს, მაქსიმალურად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ იმისთვის, რომ საკლასო სივრცეში სწავლების შესაძლებლობა მიეცეთ ბავშვებს. განსაკუთრებით მცირე ასაკის მოზარდებს, დაბალი კლასების მოსწავლეებს, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ მე-6 კლასის ჩათვლით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მაინც საკლასო სწავლებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავშეყრა ამ პიროებებში და სოციალური კონტაქტი გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ერთი, რაც მინდა ვთქვა, რომ სკოლებში ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ძალიან დიდი მზაობაა იმისთვის, რომ დაიცვან ბავშვები და გარემო იყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგიური პერსონალისთვის“, – ამბობს თამარ გაბუნია.
მისივე თქმით, COVID 19-ის პანდემიის პირობებში, სკოლებს უკვე აქვთ გარკვეულ გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართონ პროცესები ინფექციის დაფიქსირების შემთხვევაში.
„რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევები იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გვაქვს ეპიდემიის შიდა გავრცელება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სკოლამ უნდა მოახდინოს სწრაფი ადაპტირება და სწრაფი რეაგირება, ამას სჭირდება ისევ და ისევ კონტაქტების გამოკვლევა, მათი იზოლაცია და თუ საჭირო იქნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკლასოდან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, ჩვენმა სკოლებმაც მიიღეს ეს გამოცდილება. მთავარია, არ შეწყდეს სასწავლო პროცესი და გაგრძელდეს შეფერხებების გარეშე. ვფიქრობთ, სკოლები ამას თავს გაართმევენ და ამის მზაობაც არსებობს“, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ბიძინა კულუმბეგოვი: მასობრივად სკოლისგან თავშეკავება შესაძლოა კორონავირუსზე მეტად საზიანო იყოს
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი