ბიძინა კულუმბეგოვი: სკოლისგან მასობრივი თავშეკავება შესაძლოა კორონავირუსზე მეტად საზიანო იყოს
სკოლებმა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განაახლეს, თუმცა მშობლებს მიეცათ არჩევანი საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად განაგრძონ.
იმის მიუხედავდ, რომ ეპიდსიტუაცია დაძაბულია, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება და მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც, მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ სასწავლო პროცესი აუცილებლად უნდა განახლებულიყო.
როგორც იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, სასწავლო პროცესი ქვეყნისთვის ქვაკუთხედია და სკოლა აუცილებლად უნდა გახსნილიყო. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა ზაფხულშიც იყო, როცა ბევრმა ევროპის ქვეყანამ სწავლა ივნისსა და ივლისში განაახლა.
„სასწავლო პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია და ქვეყნის ქვაკუთხედია, მე აქ, რა თქმა უნდა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რომ აუცილებლად სკოლა უნდა გახსნილიყო. მქონდა ისეთი მოსაზრებაც, რომ როცა ძალიან სტაბილური პერიოდი გვქონდა – ზაფხული, სასწავლო პროცესი ზაფხულშიც დაწყებულიყო და აქ არავითარი პრობლემა არ იქნებოდა, ევროპის რამდენიმე ქვეყანამ სწორედ ივნისში და ივლისში დაიწყო სასწავლო წელი“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისივე თქმით, რადგან სკოლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ მაინც აღდგენილია, ამ მდგომარეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან მასობრივად სასწავლო პროცესის შეჩერება შეიძლება კორონავირუსზე გაცილებით დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს.
„ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ, რა საკვირველია, აქაც ბავშვების ჯანმრთელობა ამოსავალია, იმიტომ რომ ეს ბავშვი შემდეგ სახლში ბრუნდება და ოჯახის უფროსი წევრისთვის მიაქვს ეს ინფექცია. ამიტომ, აქ უნდა იყოს მხოლოდ ლოკალური შეზღუდვები, უნდა იყოს კონკრეტული სკოლის დახურვა, სრული მასშტაბური გამოკვლევა და იზოლაცია და შემდგომ უკვე ამ სკოლის მწყობრში დაბრუნება. მასობრივი სკოლისგან თავშეკავება ახლა მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გამოვა, იმიტომ რომ ეს შეიძლება უფრო მეტად ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე თვითონ კორონავირუსული ინფექცია, როგორც მოვლენა“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი