„კვალიფიციური პედაგოგი არის ერთადერთი შესაძლებლობა ამისთვის“
მე-10 მოწვევის პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებამდე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს განაცხადა, რომ საშუალო განათლების რეფორმის სწრაფი შედეგი პედაგოგებზეა დამოკიდებული.
“რა თქმა უნდა, განათლების რეფორმის ძირითადი ფუნდამენტი გახლავთ საშუალო განათლება, ხოლო საშუალო განათლების რეფორმის ცენტრალური ნაწილი გახლავთ ჩვენი პედაგოგები. ხარისხიანი, ღირსეული ანაზღაურებით კვალიფიციური პედაგოგი არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ რამდენიმე წლის შემდეგ პირველი შედეგები მივიღოთ საშუალო განათლების რეფორმის ნაწილში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს საქართველოს პარლამენტმა ნდობა დღეს უნდა გამოუცხადოს.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასწავლებლის სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული“
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება