„მასწავლებელთა დაანონსებული სახელფასო მატება და საპენსიო ჯილდოს პროგრამა გაგრძელდება“, – გიორგი გახარია
„შეუძლებელია, ჩვენ ვისაუბროთ ეფექტურ განათლების რეფორმაზე და სისტემაზე თუ არ გვეყოლება ღირსეულად ანაზღაურებადი მაღალი კომპეტენციის მასწავლებლები“, – ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც განათლების სისტემაში ახალი სახელფასო პოლიტიკის საკითხს შეეხო.
„ამიტომ, რეალურად, ის პროგრამა, რომელიც იყო დაანონსებული ხელფასების ზრდის განათლების სისტემაში, პირველ რიგში, მასწავლებლებში, რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა მასწავლებელთა საპენსიო ჯილდოზეც და განაცხადა, რომ ეს პროგრამა კვლავაც გაგრძელდება.
„აქ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის, რომ საპენსიო ასაკის ათასობით პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამ პროგრამას აქვს ორი მიზანი – ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორ განისაზღვრა მასწავლებლების ანაზღაურება 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტში
-
„კერძო უნივერსიტეტებში გრანტის გაუქმება გვიმცირებს არჩევანის თავისუფლებას“ – ქუთაისელი აბიტურიენტები საგრანტო ცვლილებებს განიხილავენ
by ARIS.GE-განათლება
-
„შემუშავდეს მასწავლებლის გამოცდის ალტერნატივა – თუ კლასში 28 ბავშვიდან 20-ს იდეალური აკადემიური მოსწრება აქვს, დასამტკიცებელი აღარაფერია“
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება – ყველა ეტაპი და ვადები
by ARIS.GE-განათლება