მე-12 კლასელებს გამოსაშვები გამოცდების პრეტესტი 19 მაისს ჩაუტარდებათ
2017-2018 სასწავლო წლის მე–12 კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების პრეტესტი გამოცდებამდე ერთო დღით ადრე შაბათ დღეს, 19 მაისს ჩაუტარდებათ.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
რაც შეეხება პროცედურას, პრეტესტი, ისევე როგორც გამოცდები, მოსწავლეებს თავისსავე სკოლაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ მათ ინფორმაციას სკოლა მიაწვდის.
“ეს არის გამოცდისთვის ძალიან კარგი რეპეტიცია, ვინაიდან, მოსწავლეები ეცნობიან ტექნიკურად როგორ წარიმართება საგამოცდო პროცესი”, – განმარტეს გამოცდების ცენტრში.
ამავე თემაზე:
მე-12 კლასის საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი – 2018 წელი
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი
რამ გამ განაპირობა გამოცდის ფორმატის ცვლილება – მაია მიმინოშვილი
-
70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
by ARIS.GE-განათლება
-
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მიმდინარეობს სარეალიზაციო პუნქტში სასკოლო ფორმების გაყიდვა – EDU.ARIS.GE-ს რეპორტაჟი (+ფოტოები)
by ARIS.GE-განათლება