2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება – მაია მიმინოშვილი
2018 წლის სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე მაია მიმინოშვილმა ისაუბრა.
კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
მაია მიმინოშვილის თქმით, წელს მე–11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი რჩება იგივე (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია).
“დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge თითოეული საგანისათვის დამატებითი ნიმუშები მომდევნო კვირას გამოქვეყნდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ნიმუშები მასწავლებლებთან ერთად განიხილონ. ეს მაგალითები მათ დაეხმარებათ სწორი წარმოდგენა შეიქმნან საგამოცდო დავალებებზე.
გამოსაშვები გამოცდები წელსაც ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ჩატარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომელთა სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში კი ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მაია მიმინოშვილის თქმით, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.
ამავე თემაზე:
რატომ შენარჩუნდა საატესტატო გამოცდებზე 8 საგანი – მაია მიმინოშვილის განმარტება უფროსკლასელებს
რა ცვლილებები ელით 2018 წელს აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – მაია მიმინოშვილი
2018 წლის აბიტურიენტები გამოცდაზე საკუთარი კალმით მისვლას შეძლებენ
ტექსტის რედაქტირებაში 2018 წლის აბიტურიენტებს ნაკლები შეცდომის პოვნა მოუწევთ
კიდევ ერთი ცვლილება – არჩევით საგანს 2018 წლის აბიტურიენტები მხოლოდ ქართულ ენაზე ჩააბარებენ
რა უნდა გაითვალისწინონ 2018 წლის აბიტურიენტებმა არგუმენტირებული ესეს დაწერისას – დეტალები
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება