„მიმდინარეობს მსჯელობა გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გამკაცრებაზე, მათ შორის მოიაზრება სკოლაც“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ახლო მომავალში გამოაცხადებს.
„დღესაც მსჯელობდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოებაზე და გამკაცრებაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, შედის სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც, სამასპინძლო ბიზნესიც. ბევრი რამე განიხილება, მე ახლა არ დავაკონკრეტებ და ალბათ ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილებები, შესაბამისად იქნება სკოლებთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით საქართველოს დიდ ქალაქებში დისტანციურ სწავლების რეჟიმი 25 ნოემბრამდე იყო გამოცხადებული. ხვალ 25 ნოემბერია და ამ ეტაპზე უცნობია როგორ რეჟიმში დარჩებიან აღნიშნული ქალაქების სკოლები. ასევე ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დანარჩენ რეგიონებში არსებულ სასწავლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, სადაც სკოლებს ნაწილი, ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო უკვე დახურულია.
რეგიონებში სკოლების დიდი ნაწილი სწავლების ონლაინ რეჟიმს უბრუნდება – განახლებული მონაცემები
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება