მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას
განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლიდან იწყება ხელფასების ზრდა ყველა მასწავლებლისთვის, რომელთაც ექნებათ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსი. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.
ამის შესახებ განცხადება მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ამ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.
„ვიწყებთ განათლების რეფორმის შემდგომ ეტაპს, მნიშვნელოვან ცვლილებებს სკოლებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად. აუცილებელია, უზრუნველვყოთ მასწავლებლის შრომის ღირსეული ანაზღაურება. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი უნდა იყოს მაღალანაზღაურებადი. შესაბამისად, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი, 2019 წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ანაზღაურების ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები რომლებსაც აქამდე არ აქვთ და ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ მზარდ ანაზღაურებას 2019 წლის სექტემბრიდან”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ამავე თემაზე:
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები