მინისტრი – შევეცდებით, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ
“შევეცდებით, რომ მე-7, მე-8 და მე-9 კლასებში მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ”,– ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩვენი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის საფუძვლად აგვეღო ჩვენი მოქალაქეების სურვილები. ჩვენი დაპირება არის, რომ ჩვენ შუა კლასებში, მე–7, მე–8 და მე–9 კლასში შევეცდებით, რომ ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო. მერტი საშუალება, რომ მეგობრებთან ურთიერთობით ისწავლონ, მეტი საშუალება კლასგარეშე აქტივობის, კითხვის, თამაშის, ხელოვნების და სპორტთან ზიარების და ბოლო კლასებში იყვნენ მაქსიმალურად კონცენტრირებული აკადემიურ მოსწრებაზე და აკადემიურ შედეგებზე”,– განაცვადა მინისტრმა.
მოსწავლეები ელექტრონული წიგნებით და მსუბუქი ჩანთებით უკვე 2017 წლიდან ისარგებლებენ
-
„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
by ARIS.GE-განათლება
-
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება