GE

მოსწავლეები ელექტრონული წიგნებით და მსუბუქი ჩანთებით უკვე 2017 წლიდან ისარგებლებენ

განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენაზე, რომელიც ამ წუთებში ქარვასლაში, ისტორიის მუზეუმში მიმდინარეობს, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის წევრებსა და პრემიერს სამომავლო გეგმები გააცნო.

მან  2017 სასწავლო წლისათვის მსუბუქი ჩანთებისა და ახალი სახელმძღვანელოების შემოტანა დააანონსა. მინისტრის თქმით, შინაარსობრივ გაუმჯობესებასთან ერთად წიგნები უფრო მსუბუქი იქნება. ამაზე, ჯეჯელავას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იმუშავეს. წიგნები რამდენიმე ნაწილად დაიყო. 

გარდა ამისა, როგორ მინისტრმა განაცხადა, მომდევნო წლიდანვე შემოვა ელექტრონული სახელმძღვანელოებიც და ოჯახებს არჩევანის საშუალება მიეცემათ-ელექტრონული წიგნებით ისარგებლონ თუ ჩვეულებრივით.

ჯეჯელაცამ მცირე სკოლებზეც ისაუბრა: “ვაპირებ, რომ სოფლის სკოლები ყველაზე მაგარი სკოლები გავხადოთ ინფრასტრუქტურისა და პედაგოგების თვალსაზრისით. ისინი კულტურულ, საგანმანათლებლო ცენტრებად უნდა გადაიქცნენ როგორც ბავშვებისათვის, ისე ზრდასრულთათვის. პირველი ასეთი სკოლები 2017 წელს გვექნება და შემდგომ წლებში რაოდენობა გაიზრდება”,-განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს პრემიერ მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითად მიმართულებებს  წარუდგენს.

სტრატეგიის თანახმად, იგეგმება 4 მიმართულების განვითარება: პროფესიული განთალება, უმაღლესი განათლება, ზოგადი განათლება და მეცნიერება.

ზოგადი განათლების მიმართულებით, ჯეჯელავას უწყება მიიჩნევს, რომ თავისუფალი გაკვეთილების შემოღება მოზარდებს კრიტიკულ და თავისუფალ აზროვნებას განუვითარებს. სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება ტექნოლოგიები და სკოლაში მიღებული ცოდნით მოსწავლეები უმაღლესში რეპეტიტორების გარეშე ჩააბარებენ – ასეთია სტრატეგიული გეგმის გათვლები.

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

რა კეთდება განათლების სამინისტროს მიერ მოსწავლის ჩანთის წონის შესამცირებლად?

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური