მოსწავლეებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფოტოკონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს ფოტოკონკურსს თემაზე „ადამიანის უფლებები გუშინ, დღეს, ხვალ“.
კონკურსის პირობები:
- ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნს
- ერთი მონაწილისგან მიიღება მხოლოდ ერთი ფოტო
- ფოტო შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ასევე შავ–თეთრი
- ფოტო უნდა იყოს jpg ფორმატში და მისი მინიმალური ზომა უნდა იყოს 1920px X1280px
- დაუშვებელია ფოტომონტაჟი
- მონაწილემ ფოტოსთან ერთად უნდა გამოგზავნოს ფოტოს მოკლე აღწერა, თავისი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ელ–ფოსტა.
- კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გამოგზავნონ სახალხო დამცველის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
- ამასთან, მონაწილემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აუცილებლად უნდა ატვირთოს ფოტო ჰაშტეგით #სახალხოდამცველისაპარატი20წლისაა
#PublicDefendersOffice20
კვალიფიციური ჟიური შეარჩევს 20 საუკეთესო ფოტოს, რომლებიც გამოიფინება სახალხო დამცველის აპარატის 20 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. საუკეთესო ფოტოების ავტორებს დავუკავშირდებიან და შეატყობინებენ იმ ელექტრონულ მისამართს, რომელზეც უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ფოტოს საბეჭდი ვერსია მინიმალური ზომით – 1920px X1280px.
20 ფოტოდან კი გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
ფოტოების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 3 აპრილი.
ფოტოები შეიძლება განთავსდეს სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზე და პუბლიკაციებში – საავტორო უფლებების დაცვით.