მოზარდები და სკოლა
ნათია კირთაძე, ბლოგერი
ზოგიერთი მოზარდი სკოლას ადვილად და კარგად ეგუება. ალბათ,დამეთანხმებით რომ სკოლა მოზარდის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.სკოლაში ვიძენთ მეგობრებს, ცოდნას, ვიზრდებით ყველანაირად, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როცა თინეიჯერი სკოლაში იჩაგრება. ეს შემთხვევები ძირითადად უცხოეთშია, მაგრამ მოზარდი მაინც მოზარდია და დღეს მინდა ამ თემაზე გესაუბროთ.
მსოფლიოს მასშტაბით ყოველი მეშვიდე თინეიჯერი იჩაგრება სკოლაში-მათ უსწორდებიან ფიზიკურად და მორალურად, ხშირად გაუთვითცნობიერებლად, თუმცა მოზარდების ფსიქიკისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება, ეს სერიოზული დარტყმაა. ბოლო წლებია ეს პრობლემა ძალიან აქტუალური გახდა, მას შემედეგ, რაც მსოფლიოში იფეთქა თვითმკვლელობებმა 14-20 წლის ასაკის ადამიანებში და გაიზარდა მოზარდებში სულიერი დააავდებების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური დამოკიდებულების რისკი. და მაინც რატომ ხდება ეს, რა არის კონკრეტული მიზეზები? რა შედეგით მთავრდება ყოველივე ეს?
უმრავლესობა თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას. სკოლაში მათ ითვალწუნებენ რაიმე მიზეზის გამო, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გარეგნობა, ჭარბწონიანობა,სხვებისგან რაღაცით გამორჩეულობა და ა.შ.
ჭარბჭონიანების 20%-ს გადაჭარბებული დიეტის გამო ემართებათ ანორექსია. ფიზიკური ნაკლის მქონდე ადამიანები ისერავენ ვენებს და იმ სხეულის ნაწილებს რომლებიც ხდება დაცინვის მიზეზი, ასევე ხშირია ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკების მოხმარება.
ამ ყველაფერს კი მოყვება ხოლმე მოზარდის ნარკოტიკული დამოკიდებულება, სხეულის დასახიჩრება, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა, ნევროზი, ჩაკეტილობა, გარე სამყაროსგან იზოლირება, მაზოხიზმი, ანორექსია, თავდაჯერებულობის სრული არქონა, დაბალი სოციალური აქტივობა, კომპლექსების ჩამოყალიბება.
ბოლოს, მინდა რაღაც მაგალითი გითხრათ: 11 წლის მაიკლ ვილსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც სკოლაში უფროსი ბიჭები ჩაგრავდნენ. ის საკუთარ საძინებელში იპოვეს ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი დღის შემდეგ.