„მთავრობა განათლების შესახებ ანტიკრიზისულ გეგმას ერთ კვირაში წარმოადგენს“
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების თემებზე დარგობრივ პრეზენტაციას მთავრობა ყველაზე ბოლო ეტაპზე, ერთ კვირაში გამართავს.
ამის შესახებ მან მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა, სადაც მინისტრთა კაბინეტი კორონავირუსის ფონზე ტურიზმის ამუშავების ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს.
„ანტიკრიზისული ქმედებების გეგმას განათლებისთვის ერთ კვირაში წარმოვადგენთ, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს ჩვენი მოსწავლეებისგან და სტუდენტებისგან. რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ანტიკრიზისული მართვის გეგმაში განათლებისთვის. ეს იქნება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბოლო პრეზენტაცია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამ დრომდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ორი მოცემულობაა ცნობილი: აკადემიური წელი არ გამოცხადდება და სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამ ორი ფაქტის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მთავრობის მეთაურისგან მოვისმინეთ, შესაბამისი უწყების ხელმძღვანელს კი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს არც დამატებითი კომენტარი, ან რაიმე განმარტება გაუკეთებია.
საზოგადოება პრემიერის დაანონსებული განათლების ამუშავების გეგმის პრეზენტაციის მოლოდინში
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან