„ნაეკი“: 2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასში საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება
2019-2020 სასწავლო წელს მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის საპილოტე გამოცდები არ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიაწოდეს.
მათივე განმარტებით, დეტალურ ინფორმაციას, ეროვნული სასკოლო შეფასების პროექტის შესახებ გამოცდების ცენტრი საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
,,მანამდე კი შეგვიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროექტის პილოტირება 2020 წელს მეათე კლასში იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. პილოტირება მომდევნო სასწავლო წელს სავარაუდოდ, მხოლოდ მეოთხე და მეექვსე კლასებში ჩატარდება. პროექტზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს“, – აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ სკოლის მოსწავლეებში და მშობლებში აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ წელს მე-10 კლასში შეფასებითი გამოცდები უნდა ჩატარდეს. ამ თემაზე EDU.ARIS.GE-ს დაინტერესებული პირები არაერთ შეკითხვას უსვამენ. მიზეზი კი ერთ-ერთი ტელევიზიით გასული სიუჟეტია, (წლის დასაწყისში გაკეთებული, თუმცა ბოლო პერიოდში ინტერნეტში ძალიან აქტიურად გავრცელებული) რომელზეც სამინისტრო ამბობს, რომ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. სიუჟეტი კი სათაურით “მეათე კლასელებს წელს საპილოტე გამოცდის ჩაბარება მოუწევთ” გავიდა.
ამავე თემაზე:
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება