ნაპოლეონი მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა – 10 საინტერესო ფაქტი ყველასათვის ცნობილ „ოროსნებზე“
გენიოსების შემოქმედების მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ისინი, როგორც წესი ცუდი მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ. შესაძლებელია, რომ ზოგიერთი მათგანი სკოლაში კარგად სწავლობდა, თუმცა მათი უმრავლესობა მაღალი ნიშნებით მაინც არ გამოირჩეოდა.
1.ვოლტერის მამა ვოლტერსა და მის ძმაზე ამბობდა: ,,მე ორი სულელი გავზარდე. ერთი სულელი პროზაში, მეორე – ლექსებში“.
2.ისააკ ნიუტონი კლასში ყველაზე ცუდად იქამდე სწავლობდა, ვიდრე მეგობარმა არ სცემა. ამის შემდეგ მან თანაკლასელის ცოდნით დამარცხება გადაწყვიტა და უკვე რამდენიმე თვეში კლასის საუკეთესო მოსწავლე გახდა.
3.ოტო ფონ ბისმარკი – გერმანიის იმპერიის კანცლერი ცუდად სწავლობდა და უარესად მუშაობდა. ის სამსახურში მოწყობას მხოლოდ ნაცნობების დახმარებით ახერხებდა. თუმცა მას დაკავებული თანამდებობიდან მალევე ათავისუფლებდნენ, ვინაიდან რუტინული სამუშაოს შესრულება არ შეეძლო.
4.ნაპოლეონი მათემატიკის გარდა ყველა საგანს ცუდად სწავლობდა.
5.ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი შეცდომით წერდა, გაყოფა და გამრავლება კი საერთოდ ვერ დაძლია, ისევე როგორც ალექსანდრე დიუმამ (მამა).
6.ალბერტ აინშტაინი – ფარდობითობის თეორიის შემქმნელი, ნობელის პრემიის ლაურეატი, საშუალო დონეზე სწავლობდა. მისი მშობლები მასზე იმედს საერთოდ არ ამყარებდნენ და ნატრობდნენ, რომ მას უბრალო სამსახური მაინც ეშოვა.
7.ვლადიმერ მაიაკოვსკი კი ისე ცუდად სწავლობდა რომ ,,ანა კარენინაც“ კი არ წაიკითხა ბოლომდე.
8.პუშკინი ლიცეუმში ძალიან ცუდად სწავლობდა და არითმეტიკის გაკვეთილზე ტიროდა. ატესტაციის შემდეგ, დიპლომების გადაცემის ცერემონიაზე კი ის ბოლოდან მეორე აღმოჩნდა.
9.სერგეი კოროლიოვი, რომლის ხელმძღვანელობითაც ბალისტიკური და გეოფიზიკური რაკეტები, პირველი თანამგზავრი და კოსმოსური ხომალდები ,,აღმოსავლეთი“ და ,,ამოსვლა“ შეიქმნა, სკოლაში სამიანებზე სწავლობდა.
10.გიმნაზიაში სწავლის დროს ჩეხოვი კლასში ორჯერ ჩარჩა.
წყარო: factoroom