ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართულ უმაღლესებში სწავლის გაგრძელების სურვილი წელს 360-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ შორის თბილისში სწავლის გაგრძელების სურვილი წელს 360-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური ავრცელებს.
მისი თქმით, უდიდესი მიღწევაა, რომ მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის მცდელობისა, რომ ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაებარებინათ, მათ და მათმა ოჯახებმა გაუძლეს ზეწოლას, გადალახეს შიში და დიდი რისკის ფასად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლები აირჩიეს.
როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება