პანდემიის პირობებში სასწავლო თვალსაჩინოებებისა და რესურსების გამოყენება შეზღუდული იქნება
პედაგოგები და მოსწავლეები 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადებიან, სასწავლო პროცესის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი კი სასწავლო რესურსების და თვალსაჩინოებების გამოყენებაა. სწავლა თამაშით, რეფორმის ფარგლებში, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა პანდემიის პირობებში, მასწავლებლებს ბევრ ჩვეულებაზე მოუწევთ უარის თქმა, მათ შორის თვალსაჩინოებების ნაწილზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განკუთვნილ, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში, გაწერილია, რომ სასწავლო ნივთები და რესურსები რომელთა გასუფთავებაც ძნელია, ამოღებული უნდა იქნას ხმარებიდან.
„სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, ამოღებული უნდა იქნეს ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ. „სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია”, – ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლში.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ მასწავლებლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სასკოლო ჟურნალის გამოყენების დროს. პედაგოგებმა სანიტარული ხსნარით ხელი უნდა დაიმუშაონ კლასიდან კლასში გადასვლის დროსაც.
„მასწავლებლის მიერ გამოყენებული ჟურნალი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – ინფექციის გადატანის მაღალი რისკის მატარებელია, შესაბამისად, მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება; გაკვეთილის ჩასატარებლად ერთი საკლასო ოთახიდან მეორეში შესვლისას ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაში.
რეკომენდაციაში კონკრეტულად საუბარი არ არის სასწავლო დაწესებულებების შენობებში განთავსებულ მცენარეებზე, თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, სკოლების ნაწილში კლასებიდან ოთახის მცენარეები გაიტანეს.
რა ვალდებულებები აქვთ მოსწავლის მშობელსა და განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლებისას
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება