პედაგოგები გარე დაკვირვებას 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაივლიან – პასუხი მასწავლებლებს სამინისტროსაგან
EDU.ARIS.GE-ზე გამოქვეყნებული წერილის პასუხად განათლების სამინისტრომ გარე დაკვირვების წესში ცვლილება შეიტანა, თუმცა გადაწყვეტილებაში მასწავლებლების თხოვნა გათვალისწინებული არ არის.
ცვლილების თანახმად, ის მასწავლებლები, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობა – გარე დაკვირვება 2 მარტიდან უნდა გაევლოთ, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში შეძლებენ. აღნიშნული ბრძანება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 13 მაისს გამოსცა.
„იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით“, – ნათქვამია მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ გარე დაკვირვების მოლოდინში მყოფმა პედაგოგებმა ცოტა ხნის წინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორს ბერიკა შუკაკიძეს ერთიანი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც მასწავლებლები შესაფასებლად რაიმე ალტერნატივას ითხოვდნენ.
მიმართვაში პედაგოგები ასევე აფიქსირებდნენ, რომ ახალი ვადების განსაზღვრა არ იყო გამოსავალი, რადგან მათი თქმით, შეუძლებელია პანდემიის პროგნოზირება.
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან