პედაგოგების მოლოდინი და სამინისტროს პასუხი – „მასწავლებლების ხელფასების ზრდა 2021 წლიდან იგეგმება“
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სამინისტრო მასწავლებლის პროფესიული განვითარების უფრო საინტერესო მოდელებზე მუშაობს და ხელფასების ზრდაც 2021 წლიდან იგეგმება.
„ჩვენ ვმუშაობთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების კიდევ უფრო საინტერესო მოდელზე და 2021 წლიდან, რა თქმა უნდა, იგეგმება მასწავლებლების ხელფასების ზრდაც“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილე ამ განცხადებით წინააღმდეგობაში მოდის, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებასთან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობის მიერ დაანონსებული მასწავლებლების ხელფასების ზრდა არ შეჩერდებოდა.
საბოლოოდ, მიმდინარე წელს მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების საკითხი ისევ ბუნდოვანი რჩება.
2020 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტში კი, პედაგოგთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ასეთი ჩანაწერი არსებობს:
“საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი;”
მასწავლებლების ნაწილს 2020 წელს დაგეგმილ სახელფასო ზრდასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობამ განათლების სამინისტროსთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეამცირა.
ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პროცესი არ შეჩერდება
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი