პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია შესაძლოა, ვადაზე ადრე დაიწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მსჯელობენ საკითხზე და შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე განხორციელდეს სკოლის მასწავლებლებისა და ბაღის აღმზრდელების ვაქცინაცია.
ვაქცინაციის საკითხებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძემ, ხათუნა ზახაშვილმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ღია ეთერში ისაუბრეს და დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.
უნივერსიტეტის ლექტორის კითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისადმი ასე ჟღერდა: მაინტერესებს როდის დაიწყება პედაგოგების ვაქცინაცია?
“ეს ჩვენს გეგმაში არის გაწერილი, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია, რომ პედაგოგების საზოგადოება უნდა აიცრას აუცილებლად. ჩვენი გეგმის მიხედვით ეს იქნება მესამე ეტაპზე”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.
ამირან გამყრელიძემ კი შემდეგი განმარტება გააკეთა: “თუმცა იმაზეც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, რომ პედაგოგები და ბაღის აღმზრდელები შესაძლებელია, რომ წინა ეტაპზე გადმოგვეტანა, ვნახოთ”.
რაც შეეხება სკოლის ექიმებს, როგორც პაატა იმნაძემ განმარტა, მათი ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია და ისინი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.
შეგახსენებთ, რომ მედიკოსთა ვაქცინაცია ასტრაზენეკას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში უკვე დაწყებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ვაქცინაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია.
-
აბიტურიენტის მშობელი: „ნაკუწ-ნაკუწ გადმოგდებული სიახლეებით უკვე ირკვევა, რომ პირადად ჩემს ოჯახს სწავლის გადასახადი უძვირდება“
by თავისუფალი ტრიბუნა
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი