პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის კომიტეტს დაავალა
პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიუროს აცნობებს – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს, დოკუმენტი კი 24 იანვრით თარიღდება.
„დაევალოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, განიხილოს საქართველოს მოქალაქე თამარ ცანავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების თაობაზე აცნობის საქართველოს პარლემენტის ბიუროს“, – წერია ბიუროს გადაწყვეტილებაში.
როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა უკვე იცის და ჩვენ ამის შესახებ დეტალურად ვწერდით, შალვა პაპუაშვილის წერილით 178-ე საჯარო სკოლის წამყვანმა პედაგოგმა, თამარ ცანავამ, 11 იანვარს მიმართა. ცანავა პაპუაშვილს წერდა, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს კანონი დეკრეტული შვებულების შესახებ. მოქმედ კანონში წერია, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს დეკრეტულ შვებულებას სკოლის დირექტორი უნაზღაურებს მხოლოდ მისი კეთილი ნების შემთხვევაში. დირექტორები კი ამბობენ, რომ ბიუჯეტში ამისთვის თანხა არ აქვთ.
თამარ ცანავამ პედაგოგების დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებისთვის პეტიციაც შეიმუშავა, სადაც წერია: „მოვითხოვთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება გახდეს ნამდვილად ანაზღაურებადი და კანონში მუხლი – „დირექტორის კეთილი ნება“ შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით“.
ასევე იხილეთ:
პედაგოგები დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებას ითხოვენ – პეტიცია და მასწავლებლის წერილი პარლამენტს
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება