„პირბადის ტარება გამოცდის დროს რთულია, თუმცა გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქნება მიღებული“ – ანრი ოხანაშვილი
საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აბიტურიენტების მიერ გამოცდებზე პირბადის სავალდებულო ტარების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით იქნება მიღებული.
“აბიტურიენტებთან მიმართებაში იყო შეკითხვა, თუ როგორ მოუწევთ მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს დისტანცია დაცული, თუმცა ისიც ვიცით ძალიან კარგად, რომ გამოცდის ჩაბარების დროს არ იქნება კომფორტული რამდენიმე საათის განმავლობაში პირბადის ტარება, თუმცა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი მხრივ, მთავრობა მუშაობს ექსპერტებთან ერთად და შევქმნით გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს კომფორტულ გარემოში ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და აბიტურიენტებისთვის 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროისთვის გადაწყვეტილია რომ საგამოცდო სესიის დროს აბიტურიენტს პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს, კონდიციონერები კი, გამოცდის მიმდინარეობისას არ ჩაირთვება.
ა.წ.
-
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ფაკულტეტებისა და არჩევითი საგნების მიხედვით, 2026 წელს ჩარიცხულთა რანჟირებული სია გამოაქვეყნა
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
by ARIS.GE-განათლება