პირველი საჯარო სკოლა საქართველოში, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა და ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინტენსიურად მიდინარეობს მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავებაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებულ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონის საფუძველზე აქვთ მინიჭებული სახელმწიფოს მიერ აღიარებული ატესტატის გაცემის უფლება, ისინი ჩაერთვებიან ხარისხის განვითარების ყველა ღონისძიებაში, რასაც ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესთავაზებს. პირველი ეტაპი კი ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებაში სკოლების მიერ თვითშეფასების განხორციელება იქნება.
ცენტრის ცნობითვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 18 თებერვლის სხდომაზე, თბილისის 220-ე საჯარო სკოლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.
„ეს ავტორიზაციის არსებობის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც საჯარო სკოლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს ავტორიზაციის პროცედურის გავლის გზით იღებს. პროცესს ყველა მხარე დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს და გვიხარია, რომ სკოლამ ყველა სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, დამსახურებულად მიიღო ავტორიზაცია. წარმატებას ვუსურებთ მას“, – განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ.
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სკოლა, რომ ავტორიზაცია მოიპოვოს
სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2026-2027 წლისთვის გადაიდო – რა მიზეზს ასახელებს სამინისტრო
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება