პორტფოლიოს დოკუმენტების eschool-ში ატვირთვის დეტალური ინსტრუქცია და მასწავლებელთა წარდგინების ვადები
მასწავლებლის სახლის 10 აპრილის ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველთათვის წინადადებების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 31 მარტიდან – 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
რაც შეეხება სტატუსის ცვლილებისთვის განსაზღვრულ პორტფოლიოს, როგორც მასწავლებლის სახლი განმარტავს, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა (პორტფოლიო) განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.
ელექტრონულ სისტემაში (eschool) დოკუმენტების ატვირთვის/განთავსების და წარდგინების ინსტრუქცია
“როდესაც მასწავლებელი სრულად ატვირთავს და გამოაქვეყნებს, მისი საქმიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს და რეფლექსიას, მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე”, – წერია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
სანამ პორტფოლიოს შექმნას დაიწყებდეთ – სკოლის დირექტორის რეკომენდაციები სტატუსის ცვლილების მსურველებს
არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება სტატუსების მიხედვით – ახალი დოკუმენტი
-
„ხაშურიდან ჩამოვედი“ – მათემატიკის გამოცდაზე 1 წუთით დაგვიანებული აბიტურიენტი ტესტირებაზე ვერ დაუშვეს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
როგორ მივიღოთ მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა – ფორმულები და რეკომენდაციები
by რჩევები
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე