პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა – სია
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიშნა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა.
შესაბამის ბრძანებას 27ივლისს მოეწერა ხელი.
ცნობისთვის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო. აკრედიტაციის საბჭოების წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით 1 წლის ვადით. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრებისა.
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა ასეთია:
ლევან შავაძე – სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარე;
ნინო ხოლუაშვილი – შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ასოცირებული პროფესორი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ვაჟა კელიხაშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მენეჯერი, შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის დოქტორანტი – საბჭოს მდივანი;
ქეთევან აფთარაშვილი – შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
პეტრე ბაბილუა – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
მარიამ ხოფერია – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
მარინე რუხაძე – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვალერიან გობრონიძე – სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო და საგამოცდო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
შალვა კელეპტრიშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ლია სანოძე – სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი;
ხათუნა ლომაური – სსიპ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნეონატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ინგა დიასამიძე – სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ავთანდილ თავხელიძე – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კვლევითი და ტექნოლოგიური ცენტრის „ნანოსტრუქტურები განახლებადი ენერგეტიკისათვის“ (ლაბორატორია) დირექტორი;
მაია ბარბაქაძე – სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი;
ფრიდონ გოგიაშვილი – სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
თინათინ გოგნაძე – შპს ევროპის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;
თამარ მერაბიშვილი – შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი;
თეა ნარეკლიშვილი – შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;
სალომე ტყეშელაშვილი – სსიპ – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი;
ლევან ციცქიშვილი – სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
გიორგი წანაწყენიშვილი – შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ეკატერინე ჭალაგანიძე – შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
თამარ ხურცილავა – შპს აიქიუ კლინიკის გენერალური მენეჯერი, შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი;
დავით ჯინჭარაძე – სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსი.
ასევე იხილეთ:
-
„ჩვენ ხომ ვიცით, ამ ქვეყანაში დასაქმება, რეალურად, ცოდნის მიხედვით არ ხდება“ – რატომ ირჩევენ აბიტურიენტები ისევ უნივერსიტეტს და არა პროფესიულ განათლებას
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში 2030-2031 სასწავლო წლისთვის მოსწავლეთა საერთო რაოდენობის შემცირებაა მოსალოდნელი“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი აზერბაიჯანულ ენაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება