GE

„ENQA-ს საბოლოო დასკვნით, საქართველოში განათლების ხარისხის არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან”

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა ექსპერტების საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გახლავთ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებისა და არსებული მიღწევების უმნიშვნელოვანესი აღიარება”, – ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც 8 ივლისს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად მიმართვას, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უახლოეს დღეებში წარდგენილ იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ENQA: სააგენტო არ შეესაბამება (და არა ნაწილობრივ შეესაბამება) სტანდარტს – რა წერილი მიიღო ქართულმა მხარემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციისგან

„სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.

უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები, სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ სამინისტროს ცნობით.

ამავე თემაზე:

რაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა ENQA-ის და EQAR-ის პრეზიდენტებთან შეხვედრაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური