პრემიერი: ამ შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნის პირბადეს და გამოცდის დროს ჩაირთვება კონდიციონერი
პრემიერი გიორგი გახარია განმარტავს დამატებით რა ვითარებაში შეეძლებათ 2020 წლის აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა გამოცდის მიმდინარეობას და რა ვითარებაში ჩართავენ პროცესში გაგრილების საშუალებას.
ამ ცვლილებების შესახებ გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
“გამოცდების საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილას ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის, ასევე ეპიდემიოლოგიის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს ჩვენ შეგვიძლია გავახმოვანოთ და რაზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ გახლავთ შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე და მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება.
“რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და, ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ ეს გამოცდები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამავე თემაზე:
ბოლო დეტალური რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება