პრემიერმა განათლების მიმართულებით მთავრობის მთავარი ამოცანები დაასახელა – „საქართველოს ისტორია სკოლებში წაშლილი იყო“
წლის მიწურულს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიში წარადგენა და სხვა მიმართულებებთან ერთად, განათლების სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროცესებზე, ასევე, განათლებაში მთავრობის პრიორიტეტებზე გააკეთა აქცენტი.
მისი განცხადებით, მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რომ ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება მიეწოდოთ როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით. ასევე, ხარისხიანი განათლების მიწოდება დასახელდა პრიორიტეტად მომავალი თაობებისთვის სკოლამდელ და სასკოლო საფეხურზე.
დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა სკოლებში საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად დაბრუნების ინიციატივა და თქვა, რომ აქამდე საქართველოს ისტორიას აღარ ასწავლიდნენ.
„მინდა აღვნიშნო, შეიძლება ესეც დეტალია, მაგრამ მნიშვნელოვანია და ამაში ჩანს დამოკიდებულება. მოგეხსენებათ, რომ 2012 წლამდე სკოლებში საქართველოს ისტორია აღარ ისწავლებოდა. სამწუხაროდ, თითქმის წაშლილი იყო საქართველოს ისტორია და ჩვენს მომავალ თაობებს აღარ ასწავლიდნენ. ამიტომ, ბატონი ჩხენკელის ინიციატივით, აღნიშნული პროექტი დარეგულირდა და სკოლებში უკვე ისწავლება საქართველოს ისტორია“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა სკოლების რეაბილიტაციის ფართომაშტაბიან პროექტზე და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ჯამში, 800 სკოლა იქნება სრულად რეაბილიტირებული ევროპული სტანდარტის მიხედვით“.
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, 2023 წელს, განათლების ბიუჯეტი გაიზრდება და 2 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.
ასევე იხილეთ:
„განათლების სისტემა საქართველოში გამოსაცვლელია…“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება