პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტთა მიღება და კურსდამთავრებულთა რაოდენობა შემცირებულია – საქსტატი
საქსტატი უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალ სტატისტიკას აქვეყნებს. მათი მონაცემებით 2019 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 105 (43 საჯარო, 62 კერძო) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომლებიც სტუდენტების მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ახორციელებდნენ.
2019 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 11 529 სტუდენტია ჩარიცხული, მათგან 47.8 % ქალია, ხოლო 52.2 % – კაცი.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წელთან შედარებით სტუდენტების მიღება შემცირებულია 2.5 %-ით.
რაც შეეხება მონაცემებს რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების მიხედვით ლიდერობს ქ. თბილისი (46.6 %), რომელსაც მოსდევს აჭარა (24.5 %), იმერეთი (7.0 %), კახეთი (4.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (6.8 %) და სამცხე-ჯავახეთი (3.1 %).
რაც შეეხება პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა რაოდენობას, 2019 წლისთვის მათი რაოდენობა თითქმის 11 ათას სტუდენტს შეადგენს, რომელთაგან 49.9% ქალია და 50.1% კაცი.
2018 წელთან შედარებით, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა შემცირებულია 8.6 %-ით. მათი უმეტესობა მოდის ინჟინერიის (28.6%), ჯანდაცვის (15.7%) და ბიზნესის ადმინისტრირების (16.5%) პროგრამებზე.
კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა კი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი (40.6 %), აჭარა (22.5%), იმერეთი (11.2%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.3%).
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები