პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება
2020 წლის შემოდგომის მიღებისთვის პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება.
ტესტირება 5 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში. პრეტესტი ტესტირების წინა დღეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. ამ პროცესის მთავარი მიზანი შეფასება კი არაა, არამედ მონაწილეებისათვის ტესტის ფორმატისა და პროცედურების გაცნობა.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების შესახებ გამოსაცდელის საგამოცდო ბარათზე იქნება მოცემული.
ბარათზე მითითებული იქნება:
- მონაწილის პირადი ინფორმაცია;
- რეგისტრაციის დრო;
- საგამოცდო ცენტრის მისამართი;
პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
საგამოცდო ბარათის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
- სარეგისტრაციო ფურცელი;
- პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,
- საგამოცდო ბარათი,
- პირბადე და კალამი.
პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტის მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
იხილეთ ტესტური დავალების ნიმუშები
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები