პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო – პროცედურა
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2020 წლის მიღებაზე დღეს, 20 მაისიდან დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტები რეგისტრაციას კოლეჯების დისტანციური მხარდაჭერით ან/და ონლაინ ვებგვერდზე – www.vet.emis.ge შეძლებენ. გამოცდებს კი აპლიკანტები სექტემბერში ჩააბარებენ.
პროფესიული განათლების მისაღებად აუცილებლია დარეგისტრირდეთ, შექმნათ პირადი მომხარებელი და პაროლი, გაიაროთ სისტემაში ავტორიზაცია და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.
იხილეთ ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
რეგისტრირებულ აპლიკანტს, რეგისტრაციიდან რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.
გამოცდების ჩანიშვნამდე აპლიკანტებს შეუძლიათ თვალი გადაავლონ და იხელმძღვანელონ ქვემოთ მოცემული გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშებით.
იხილეთ გასული წლების პროფესიული პროგრამების ტესტების ნიმუშები
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ასევე იხელმძღვანელონ გასული წლების საგამოცდო პროგრამებით.
2020 წლის მიღებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტებს მიიღებენ საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები 120 პროგრამაზე.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს პირველად ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე და მიიღონ დიპლომი, რომელიც უთანაბრდება სრული ზოგადი განათლების ატესტატს.
შემუშავდა ჩარიცხვის ახალი მიდგომა, რომელიც ზრდის ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე წვდომას. პროგრამებზე, რომელზეც არ დაფიქსირდება კონკურსი, აპლიკანტები ჩაირიცხებიან ეროვნული ტესტირების გარეშე, დაწესებულების შიდა შერჩევის გზით.
შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ცნობილი გახდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები