პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე მოსახვედრად განაცხადის წარდგენის ვადა დადგინდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების ფარგლებში იმ აპლიკანტებს, რომლებმაც არ/ვერ გააკეთეს არჩევანი რეგისტრაციისას მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კვლავ ეძლევა შანსი მიმართოს სასწავლო დაწესებულებას ჩარიცხვის მოთხოვნით. ამისთვის კი კონკრეტული ვადები დადგინდა.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) აპლიკანტის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზეც დარჩენილია ვაკანტური ადგილები, ჩარიცხვის მოთხოვნის წარდგენა შეგიძლიათ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით შესაბამის პროფესიულ დაწესებულებაში.
2020 წელს ზოგიერთი აპლიკანტის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის დაწესებულებაში წარდგენის ვადად კი განისაზღვრა 2020 წლის 16 ოქტომბრიდან 2020 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იმ პროფესიულ სასწავლებელს, რომლის პროგრამასაც მიანიჭებთ უპირატესობას.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები