პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებითაც ისაუბრა. მისი თქმით, კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით.
პრეზენტაციისას ცნობილი გახდა, რომ პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო აპლიკანტებისთვის 8700-მდე ადგილის შეთავაზება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, 20 მაისს დაიწყება, გამოცდები კი სექტემბერში ჩატარდება.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
2030 წლისთვის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 70 ათასამდე უნდა გაიზარდოს – კიდევ რა გეგმა აქვს მთავრობას
by პროფესიული განათლების ამბები
-
როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია
by ARIS.GE-განათლება