პროფესიულ ტესტირებაზე მოქცევის წესები და საგამოცდო ცენტრების მისამართები
2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირება 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება. დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებულია საგამოცდო ბარათზე. ბარათები გაიცემა სარეგისტრაციო ცენტრებში. ონლაინ დარეგისტრირებულ პირებს კი მათი ამობეჭდვა შეუძლიათ ვებგვერდიდან: www.vet.emis.ge
გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
წესები, რომლებიც გამოსაცდელმა უნდა დაიცვას ტესტირების პროცესში:
- გამოსაცდელს უფლება აქვს, თან იქონიოს:
- წყალი (პლასტმასის ბოთლით);
- პირადი ჰიგიენის ნივთები.
გამოსაცდელი ვალდებულია, თან იქონიოს:
- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- კალამი.
გაითვალისწინეთ! – გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე!
გამოსაცდელს ეკრძალება:
- მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა საგამოცდო ოთახში;
- დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა;
- გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
- სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;
- მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე;
გადალაპარაკების, დახმარების გაწევის ან მიღების, დამხმარე მასალის, მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის აღმოჩენის, სამუშაო ადგილის დატოვებისა და მითითების გარეშე მუშაობის დაწყების, აგრეთვე წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში, გამოსაცდელი მიიღებს გაფრთხილებას, რაც მიეთითება საგამოცდო უწყისში. ამ დარღვევების განმეორების შემთხვევაში, პირი იხსნება ტესტირებიდან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები