პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო არ იქნება
განათლების სამინისტრო პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის განვითარების ახალი მოდელის დანერგვას წლის ბოლოსთვის აანონსებს.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე თუ როგორ მოხდება პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების სერტიფიცირება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა, რომ მოდელი, რომელზეც სამინისტრო მუშაობს, იქნება მხოლოდ წახალისების მექანიზმი და სავალდებულო მხოლოდ პროფესიაში შესასვლელად.
„ამ მომენტში მიმდინარეობს ამ მოდელის შემუშავება და ამუშავდება წლის ბოლოს. მოდელი გულისხმობს მასწავლებლის განვითარების წახალისებას. ეს არ არის სქემა, ეს არის ნებაყოფლობითი წახალისების მექანიზმი, სადაც მასწავლებელს შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავის კარიერის განვითარების გზაზე გაიუმჯობესოს პირობები. ეს არის მხოლოდ წამახალისებელი მოდელი და არა სავალდებულო. სავალდებულო იქნება თვითონ პროფესიაში შესვლისთვის, ანუ პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოიპოვოს მასწავლებლის სტატუსი. შემდგომ მისი კარიერული წინსვლა იქნება მხოლოდ ნებაყოფლობითი და მის სურვილზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებული იქნება სხვადასხვა სამოტივაციო მექანიზმებთან“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
„2020 წელს პროფესიული განათლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასი დაახლოებით 1800 ლარი იქნება“
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები